FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 18 ოქტომბერი 2019

სხდომის თარიღი: 2019 წლის 28 ოქტომბერი, 16:00 საათი
მისამართი: ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. №1 (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მესამე სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო)

დღის წესრიგი

1.შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიისათვის საგანმანათლებლო პროგრამების დამატების საკითხის განხილვა
2.შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედისათვის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი „ფარმაცია(სააფთიაქო)“ საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა
3.შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედისათვის საგანმანათლებლო პროგრამების დამატების საკითხის განხილვა
4.შპს ქუთაისის სამედიცინო სკოლაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა
5.სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა
6.შპს წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.