განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დელეგაცია 17-18 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით ქალაქ ერევანში იმყოფება, სადაც ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მეათე გენერალური ასამბლეა იმართება.
გენერალური ასამბლეის თემატური პოსტერების სესიაზე პრეზენტაციით წარსდგა ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ლაშა მარგიშვილი.
პოსტერი ეხებოდა ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციების ავტომატიზაციას ელექტრონული სისტემის საშუალებით. მისმა გამოსვლამ ევროპელი კოლეგებისგან დიდი მოწონება და დაინტერესება დაიმსახურა.