2019 წლის 2 ოქტომბერს ა(ა)იპ - პროფესიულ კოლეჯ ფერმერთა სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია.
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სხვა მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.