FAQ

შეიცვალა საფასურები საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის.

22 ოქტომბერი 2019


საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი განისაზღვრა. ერთი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევა ხორციელდება ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშრებით, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად, პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს დაემატა 25 ლარი.