FAQ

ცენტრს WFME-ის პრეზიდენტი, პროფესორი დევიდ გორდონი ესტუმრა

25 ოქტომბერი 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სტუმრობდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზდენტი, პროფესორი დევიდ გორდონი

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე. პროფესორმა დევიდ გორდონმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის განახლებულ რეგულაციებსა და პროცედურებზე. ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ბაღიშვილმა, სტუმარს გააცნო ცენტრში მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოიპოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აკრედიტაცია, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, უმაღლესი განათლების სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები და პროცედურები შეესაბამება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მოთხოვნებს.

ცენტრს WFME-ის პრეზიდენტი, პროფესორი დევიდ გორდონი ესტუმრა