FAQ

სამუშაო შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისათვის.

1 ნოემბერი 2019

ავტორიზაციის ექსპერტებისათვის სიახლეებისა და მათი პროფესიული განვითარების მიზნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 29, 30 და 31 ოქტომბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, სადაც განიხილეს ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებები, სიახლეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, ასევე სიახლეები და ცვლილებები ზოგად განათლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო დოკუმენტებში.
შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნების ანალიზსა და დახვეწას.

სამუშაო შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისათვის.