პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, პროფესიული სტანდარტების ავტორების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების შეჯერებით იმ პროფესიულ სტანდარტებში, სადაც მეოთხე-მეხუთე, ან მხოლოდ მეოთხე, ან მეხუთე საფეხურებია, შევიდა დამატებითი მოთხოვნები. განსახილველად გთავაზობთ ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის, ხელოვნების, ჯანდაცვის მიმართულების სტანდარტების პროექტებს და გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგზავნოთ ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე 14 აგვისტოს დღის ბოლომდე. თქვენს მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები აისახება პროფესიულ სტანდარტთა პროექტებში.
020360 მცირე ბიზნესის მწარმოებელი
020361 სოფლის მეურნეობის ბიზნესის მწარმოებელი
020362 ტელერადიოპროდიუსერი
020454 ბანკის ოპერატორი
040651 მშენებლობის მწარმოებელი
040669 ჰიდროტექნიკური მშენებლობის მწარმოებელი
040853 მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი
041061 პარფიუმერიული და კოსმეტიკური წარმოების სპეციალისტი
041252 ლითონების მხატვრული დამუშავების სპეციალისტი
041259 ლითონების წნევით დამუშავების სპეციალისტი
041654 საფრენი აპარატებისა და ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსი
041655 საფრენი აპარატების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების მომსახურების ავიატექნიკოსი
041657 ფრენების უზრუნველყოფის რადიონავიგაციური სისტემების მომსახურების ავიატექნიკოსი
041658 ფრენების უზრუნველყოფის რადიოლოკაციური მოწყობილობების მომსახურების ავიატექნიკოსი
070351 ტელერადიორეპორტიორი
070354 საინფორმაციო პროგრამის ოპერატორი-მემონტაჟე
080151 კინოტელერეჟისორი
080152 კინოტელეოპერატორი
080154 მონტაჟის რეჟისორი (მემონტაჟე, აუდიო-ვიზუალური გამოსახულების სპეციალისტი)
080157 ფოტოგრაფი
080251 ვიზუალური გამოსახულების დიზაინერი
080252 მხატვარ-ანიმატორი
080371 თეატრისა და კინოს მხატვარ-დეკორატორი
080376 ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების სპეციალისტი
080377 ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი
080378 სცენის მულტიმედია-დიზაინერი
080456 დრამის რეჟისორ-რეპეტიტორი
080457 სასცენო ხელოვნების ოსტატი
080555 ვოკალური ანსამბლის და გუნდის მომღერალი
080552 ჯაზური მუსიკის შემსრულებელი (ინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი)
080553 შემსრულებელ-ილუსტრატორი (კონცერტმაისტერი)
080554 გუნდის ლოტბარი, რეგენტი
080556 მუსიკოს-რეპეტიტორი
080751 ქორეოგრაფ-რეპეტიტორი
090151 სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი
090351 ფარმაცევტის თანაშემწე
090552 პრაქტიკოსი ექთანი
090553 პრაქტიკოსი ბებიაქალი
041651 პილოტი