FAQ

ტურიზმის მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვა

4 ნოემბერი 2019

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს 15:00 საათზე, გაიმართება ტურიზმის მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა.

განხილვა გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში (მერაბ ალექსიძის ქ. N1, თბილისი, საქართველო (III სართული, საკონფერენციო დარბაზი).
ნებისმერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დაესწროს საჯარო განხილვას.

ქვემოთ მოცემულ ბმულზე ატვირთულია ტურიზმის მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის.

https://eqe.ge/geo/static/813

საკონტაქტო პირი: მარიამ ღამბაშიძე (+995) 577 147 246

ტურიზმის მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვა