FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 6 ნოემბერი 2019

სხდომის თარიღი: 2019 წლის 13 ნოემბერი, 16:00 საათი
მისამართი: ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. №1 (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 0 სართულის საკონფერენციო 1)

1. შპს წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა
2. სსიპ - კოლეჯი ,,იბერიის’’ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი ,,ელექტროობის’’ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა
3. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ,,კავკასიონის’’ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი ,„ბუღალტრული აღრიცხვისა“ და „ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის’’ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა
4. შპს არსში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა
5. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი Natali academy-ის ავტორიზაციის საკითხის განხილვა


შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.