„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, პროფესიული სტანდარტების ავტორების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების შეჯერებით მომზადდა და ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა მეოთხე-მეხუთე საფეხურის პროფესიული სტანდარტები. სტანდარტები მიმართულებების მიხედვით განთავსებულია პროფესიული სტანდარტების მონაცემთა ბაზაში.