10 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და პროგრამის "ვისწავლოთ საქართველოში" მხარდაჭერით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან.
შეხვედრა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ბაღიშვილმა გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ავტორიზაციის საბჭოს როლზე და საქმიანობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი, ავტორიზაციის სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის გამოწვევები.