2019 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების განხილვის თაობაზე, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.
საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავებას საფუძვლად დაედო ევროპის დონეზე არსებული ორი ჩარჩო: ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის (2008/2017) და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩო (2005), ხოლო სწავლის სფეროების კლასიფიკატორს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი (ISCED).
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მომდევნო შეხვედრების განრიგის (იხ. ქვემოთ) გათვალისწინებით
20 ნოემბერი 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUujkLnDUOLZKkwAeUsS9iNhUM04xUEZDMEdVV1pIV1lWTFdUMU5BU1pVTi4u
22 ნოემბერი 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
23 ნოემბერი 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე
25 ნოემბერი 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
27 ნოემბერი 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
შეხვედრის (ტრენინგის ჩატარების) ადგილი: სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მის: ქ. თბილისი, ალექსიძის №2.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე - 200 220 (შიდა 35 99) ან მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე - info@eqe.ge.