განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან.
21 ნოემბერს ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდნენ კერძო სექტორის და განათლების პროგრამების პროვაიდერი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტებისა და მოკლევადიანი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების სახელმწიფო დაფინანსების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის სტანდარტული შეთანხმების წერილით დამტკიცებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ცენტრის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში მომზადება/გადამზადების სისტემის განხორციელებისთვის.