25 ნოემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის მონიტორინგის სქემის პრეზენტაცია და განხილვა ჩატარდა.
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება წარმატებით მოიპოვეს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ გაეროს განვითარების პროგრამის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.
მონიტორინგის სქემაზე მუშაობა მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული სტანდარტული წერილის საფუძველზე გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების მონიტორინგის კონცეფცია პროექტში ჩართულმა მოწვეულმა ექსპერტმა, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა კახაბერ ერაძემ წარმოადგინა.
მონიტონგის სქემის საფუძველზე დაგეგმილია პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების 2020 წლის მონიტორინგის გეგმის შემუშავება.