FAQ

ფოტოგრაფიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა

5 დეკემბერი 2019


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ იქნა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის „ფოტოგრაფიის“ ცვლილების პროექტი.
შემუშავებული დოკუმენტების განხილვისა და სფეროს წარმომადგენლებთან პოზიციების შეჯერების მიზნით, გთავაზობთ საჯარო განხილვას მიმდინარე წლის 19 დეკემბერს 15:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

წარმოგიდგენთ ჩარჩო დოკუმენტებისა და მოდულების პროექტებს, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და განხილვისას წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებები.