FAQ

გაიმართა სემინარი - ,,ანგარიშების მომზადება’’

29 ნოემბერი 2011

ევროკავშირის პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის  მონიტორინგის პროექტის ფარგლებში  2011 წლის 28 ნოემბერს სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ’’-ში გაიმართა მორიგი სემინარი  სახელწოდებით ,,ანგარიშების მომზადება’’.

ღონისძიების  მიზანი იყო ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობათა გაძლიერება სხვადასხვა სახის ანგარიშების ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით მოსამზადებლად.

სემინარი გაიმართა ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
 

გაიმართა სემინარი - ,,ანგარიშების მომზადება’’