FAQ

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი

6 დეკემბერი 2019

6 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ მახარაშვილმა და ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ კარიერულ ფორუმში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ცენტრის კურსდამთავრებულთა დაახლოებას მათთან პროფესიულად დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. ფორუმში მონაწილეობა ასოციაციის 60-მდე წევრმა და 20-მდე კერძო თუ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებმა/წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფორუმი უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიებაზე, ახალგაზრდა პროფესიონალებმა, რომლებმაც განათლება და გამოცდილება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს, საკუთარი გამოცდილება, თანამშრომლობისა და ჩართულობის შესაძლებლობები გაუზიარეს მონაწილე ორგანიზაციებს და თავადაც გაეცნენ მათი საქმიანობის სპეციფიკას.

კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია და განიხილავს კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს, მეორე ნაწილი კი - ახლახან დაბრუნდა ქვეყანაში და მზადაა ახალი პროფესიული გამოწვევების მისაღებად.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა პროფესიონალლებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის მიმართ , შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა დაარსებიდან დღემდე, 2013-2019 წლებში, 850- ზე მეტი სტიპენდია გასცა, ცენტრის დაფინანსებით სტუდენტებმა მიიღეს უმაღლესი განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი