განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრების ციკლი დაასრულა.
შეხვედრებში, ქვეყნის თითქმის ყველა პროფესიული პროგრამების განმახორციელბელი დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, სადაც განიხილეს: ახალი სტანდარტების პირობებში დაწესებულების სტრუქტურული მოწყობა, ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები. სტუდენტების შეფასების ვერიფიკაციის პილოტირების შედეგები, ფორმალური განათლების აღიარებასთან და ზოგადი განათლების ინტეგრირებასთან დაკავშირებული საკითხები.
9-11 დეკემბერს, შეხვედრების ბოლო ეტაპს საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრმა“ უმასპინძლა,რომელსაც ასევე
პროფესიული განათლების საკითხებზე მომუშავე გერმანელი და ესტონელი ექსპერტები დაესწრნენ.
„საკითხები, რომლებზეც ამ შეხვედრებზე მიმდინარეობს მსჯელობა, ასევე თქვენი მიდგომები ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩვენთან არსებული პრაქტიკის და საერთო ევროპული მიდგომების ანალოგიურია. ჩვენ თხუთმეტი წელია სხვადასხვა ფორმატში გვაქვს შეხება ქართული პროფესიული განათლების სისტემასთან და გვიხარია, რომ ბოლო წლებში ასეთ მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ“ - აღნიშნეს ესტონელმა ექსპერტებმა.
გერმანელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს სტუდენტების შეფასებისადმი და ხარისხის უზრუნველყოფისადმი მიდგომის გერმანული პრაქტიკა გაუზიარეს.