FAQ

სამუშაო შეხვედრა პროფესიულის სტუდენტების შეფასების საკითხზე

18 დეკემბერი 2019

16 დეკემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებს შორის პროფესიული სტუდენტის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს შეფასების სისტემის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, შეფასების ინსტრუმენტების მომზადებასთან და მტკიცებულებათა შეგროვებასთან, ასევე შეფასების სისტემის ვერიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე განიხილეს ცალკეული დაწესებულებების პრაქტიკაც.

შეხვედრას საქართველოს ბიზნესის აკადემიამ -SBA უმასპინძლა, რომელსაც კოლეჯების 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

სამუშაო შეხვედრა პროფესიულის სტუდენტების შეფასების საკითხზე