ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით სამუშაო შეხვედრები გრძელდება

18 დეკემბერი 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, ავტორიზაციის ახალი სტანდარტების განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრების ციკლი.გრძელდება.


მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ახალი სტანდარტები მატერიალური რესურსის, კერძოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ლაბორატორიების მოთხოვნების მიმართულებით. ასევე, განიხილეს ეროვნული სასწავლო გეგმების სიახლეები და ცვლილებები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოსა და სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერტებმა.

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით სამუშაო შეხვედრები გრძელდება