FAQ

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში განხორციელდა ცვლილება

24 დეკემბერი 2019

 „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლს დაემატა 21 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია) აკრედიტებულად ჩაითვალა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.

ამასთან, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 13 დეკემბრის N5568-Iს საქართველოს კანონის (გამოქვეყნების თარიღი: 19/12/2019) მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლის 21 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 2 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

"განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 13 დეკემბრის N5568-Iს საქართველოს კანონი