FAQ

პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა

21 იანვარი 2020

21 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, კახაბერ ერაძემ საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა გასულ წელს გაწეული მუშაობისათვის, რომლის შედეგადაც ქვეყანაში პირველად გახდა შესაძლებელი ფორმალური განათლების ფარგლებში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელება.
შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე წლის გეგმებზე, სხდომების დაგეგმვისა და მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებზე, განიხილეს გასული წლის პრაქტიკა და მასზე დაყრდნობით- რეგულაციებში ცვლილებების შეტანის საჭიროებები.
იმავე დღეს საბჭომ წლის პირველი სხდომა გამართა და ორი ახალი პროგრამის განხორციელებაზე გასცა უფლება.

პროფესიული მომზადება- გადამზადების უფლების მიმნიჭებელ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა