FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექპერტთა კორპუსის წევრების ნაწილთან.

24 იანვარი 2020

შეხვედრის მიზანი იყო ავტორიზაციის სახელმძღვანელოს განახლება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. სახელმძღვანელო წარმოადგენს დამხმარე მასალას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ავტორიზაციის პროცესის გამჭვირვალობას და თანაბარი მიდგომების დამკვიდრებას.

ცენტრი აღნიშნულ საკითხზე უკვე შეხვდა კერძო სკოლების და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციების ხელმძღვანელებს. შეხვედრები გაგრძლედება ექსპერტთა კორპუსის სხვა წევრებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ავტორიზაციის საბჭოსთან.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალ სტანდარტებზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, თუმცა ახალი სტანდარტების ძალაში შესვლამდე, მოქმედი სტანდარტების პირობებშიც პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს - შეხვედრაზე განაცხადა დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ერაძემ.
ცენტრის ახალმა დირექტორმა თამარ მახარაშვილმა, ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად საგანმანათლებლო დაწესებულებათა განვითარების ხელშეწყობა დაასახელა, რაც სხვა ამოცანებთან ერთად ავტორიზაციის გზამკვლევებისა და სხვა დამხმარე მასალების შექმნას, ექსპერტთა კორპუსის მუშაობის ეფექტურობის ზრდას და საბჭოების საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს.

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექპერტთა კორპუსის წევრების ნაწილთან.