FAQ

ვიზიტი ევროპულ სკოლაში

4 თებერვალი 2020

3 თებერვალს ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები ევროპულ სკოლას ესტუმრნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა IB (საერთაშორისო ბაკალავრიატის) პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და ხარისხის უზრუნველყოფის არსებული მიდგომები, ასევე, CIS-ის (საერთაშორისო სკოლების საბჭოს) აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.
სკოლის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელმა ბრაის ბომომ საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით აკრედიტაციის რეჟიმში მუშაობის სპეციფიკისა და პრაქტიკის გაზიარების სურვილი გამოთქვეს.
,,ცენტრის მისია განათლების ხარისხის უწყვეტ ზრდასა და დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნვაა. ჩვენ, ესტონელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად, ახალი სტანდარტების პროექტის შემუშავების ეტაპზე ვართ. ამ პროცესში გვსურს გავიზიაროთ ყველა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება ზოგად განათლებასთან მიმართებით. დღევანდელი ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურება.“ - განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ერაძემ.
ვიზიტის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლებმა ევროპული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ესაუბრნენ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.

ვიზიტი ევროპულ სკოლაში