FAQ

სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალ საბჭოსთან

5 თებერვალი 2020

3 თებერვალს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალ საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ცენტრის დირექტორი მიესალმა საბჭოს ახალ შემადგენლობას. მან აღნიშნა საბჭოს, როგორც გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი კოლეგიალური ორგანოს, როლი პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებაში.

,,გვაქვს მოლოდინი, რომ საბჭო განაგრძობს წინა საბჭოს საუკეთესო პრაქტიკას და ახალ სიმაღლეზე აიყვანს პროფესიული განათლების ხარისხს. ამ პროცესებს, ერთი მხრივ, განახლებული ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები შეუწყობს ხელს, რომლებიც უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ხოლო, მეორე მხრივ, განახლებული ექსპერტთა კორპუსი, რომლის სერტიფიცირებასაც ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გეგმავს." - აღნიშნა ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა საბჭოს წევრებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული საკითხები, საბჭოს მუშაობის განვლილი პერიოდის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. ასევე, საბჭოსა და სამდივნოს თანამშრომლობის კოორდინაციის საკითხები.

სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალ საბჭოსთან