FAQ

კვლევის შედეგების პრეზენტაცია

6 თებერვალი 2020

5 თებერვალს Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ჯგუფმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს და ცენტრის თანამშრომლებს კვლევის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მექანიზმის დანერგვისა და განვითარების ანალიზი“ შედეგები გააცნო.

პრეზენტაციის დროს, ექსპერტებმა შეაჯამეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პირველი ციკლის შედეგები და პროცესის განვითარების მიზნით წარადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები.

ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, კვლევის შედეგად გამოვლენილი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება მათ შემდგომ საქმიანობაში.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია