FAQ

შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი საბჭოს წევრებთან

11 თებერვალი 2020

10 თებერვალს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ერაძე შეხვდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი საბჭოს წევრებს.

საბჭოს წევრებთან განხილული იქნა წინა შემადგენლობის საბჭოს მუშაობის პრაქტიკა და არსებული გამოწვევები, ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ასევე განიხილეს, საბჭოსა და ცენტრის, როგორც სამდივნოს, კოორდინირებული მუშაობის ცალკეული ასპექტები, სხვადასხვა ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული სამუშაო ფორმები, საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერთგვაროვანი მიდგომის დანერგვის აუცილებლობა და შესაბამისი მექანიზმები.

იმავე დღეს საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა.



შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი საბჭოს წევრებთან