2020 წლის 7 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ლაშა მარგიშვილმა შეხვედრა გამართეს, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ახორციელებენ მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში მოქმედი უმაღლესი სგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მედიცინის განახლებული დარგობრივი მახასიათებლის დანერგვის მნიშვნელობა და მედიცინის საგანმანთლებლო პროგრამაზე ინტეგრირებულ სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები.