FAQ

ხარისხის სკოლის ორგანიზებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაიწყო ტრენინგების ციკლი

13 თებერვალი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „ხარისხის სკოლის“ ორგანიზებით, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ექსპერტებისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, დაიწყო ტრენინგების ციკლი თემაზე - „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“.

12 თებერვლის ტრენინგი დაეთმო „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის“ მიმართულებებს.

ხარისხის სკოლის ორგანიზებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაიწყო ტრენინგების ციკლი