FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

14 თებერვალი 2020

მიმდინარე წლის 11 თებერვალს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N25/ნ ბრძანებით ცვლილება განხორციელდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებაში.
ცვლილება შეეხო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებს, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება და საფასურები.
აღნიშნული ცვლილების ბრძანების შესაბამისად ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, დასრულდება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.