FAQ

ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება

19 თებერვალი 2020

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის (TWINING) „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ცენტრში ჩატარდა 2-დღიანი სამუშაო შეხვედრები საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგობრივი მახასიათებლის შესამუშავებლად.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ცენტრის წარმომადგენლებმა, პროექტის გერმანელ და ესტონელ ექსპერტებთან ერთად, იმსჯელეს დარგობრივი მახასიათებლის კონცეფციაზე, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ეროვნულ თავისებურებებსა და დარგობრივი მახასიათებლების შესამუშავებლად არსებულ მეთოდოლოგიას. აღნიშნული მეთოდოლოგიისა და სამართლის დარგობრივი მახასიათებლის გადახედვის კვალდაკვალ, ეს დარგობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებული მეორე მისიაა პროექტის ფარგლებში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2019 წლის ივლისში და მისი ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

„ტვინინგი“/“დაძმობილება“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ბმულით: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/…/twinning_en

ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება