24 თებერვალს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის ფარგლებში კონსულტაცია გაეწია იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც გაზაფხულის მიღებისთვის გეგმავენ, მოიპოვონ უფლება ზოგადი განათლების სწავლის შედეგებით ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა.
აღნიშნული პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სკოლაში დაბრუნების გარეშე შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აღნიშნული სახის საკონსულტაციო შეხვედრები გაგრძელდება ეტაპობრივად მთელი წილის განმავლობაში.