FAQ

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

28 თებერვალი 2020

27 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი და ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლაშა მარგიშვილი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ,რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო დაწესებულებებისაგან მიღებული უკუკავშირის განხილვა ავტორიზაციის განაცხადით გათვალისწინებულ დანართებთან და 3-წლიანი თვითშეფასების ანგარიშებთან დაკავშირებით. შეხვედრას წინ უსწრებდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული უკუკავშირის გაცვლა წერილობითი ფორმით ცენტრსა ინსტიტუციებს შორის.

შეხვედრაზე ცენტრისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად იმისა რომ საავტორიზაციო განაცხადით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა დაახლოებით 30 %-ით შემცირდება, ეს ცვლილება არ იწვევს ავტორიზაციის სტანდარტით გათვალისწინებული ინდიკატორების/მტკიცებულებების ცვლილებას. შესაბამისად, მათი წარმოდგენა შესაძლოა საჭირო გახდეს ინსტიტუციის მიერ ექსპერტთა ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ინსტიტუციების მიერ ავტორიზაციის შემდეგ სამ წელიწადში წარმოსადგენი თვითშეფასების ანგარიშის ფორმა და კონცეფცია. აღნიშნული ანგარიში იქნება ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმი, რომელსაც ექნება მხოლოდ განმავითარებელი ხასიათი.

3-წლიანი თვითშეფასების ანგარიშის მიზანი იქნება დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ მიღწეული ზოგადი პროგრესის შეფასება, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პერიოდში ავტორიზაცის სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურება და ავტორიზაციის დროს წარმოდგენილი სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შეფასება.

ანგარიშები. ცენტრის მიერ ასევე გამოყენებყული იქნება თემატური ანალიზისათვის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სისტემის დონეზე ინსტიტუციებში არსებული ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირება.

 

 

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან