FAQ

ტრენინგი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირების საკითხებზე

2 მარტი 2020

28 და 29 თებერვალს, საზოგადოებრივმა კოლეჯმა "აისმა" პროფესიულ საგანათლებლო პროგრამებში ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირების საკითხებზე ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული ხალშეკრულების ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგს უმასპინძლა.

ტრენინგზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ინტეგრირების კონცეფცია, სამართლებრივი საფუძვლები, ავტორიზაციის დებულების პროგრამული სტანდარტის მოთხოვნები და სტანდარტებთან შესაბამისობის დიფერენცირებული შეფასების საკითხები გააცნეს.

დაწესებულებებს მიეწოდათ ინფორმაცია ინტეგრირების პროცესის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე და წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების თაობაზე.

ტრენინგების ციკლი აღნიშნულ საკითხებზე მომავალშიც გაგრძელდება.

ტრენინგი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირების საკითხებზე