FAQ

ხარისხის სკოლის ორგანიზებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გრძელდება ტრენინგების ციკლი

26 თებერვალი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „ხარისხის სკოლის“ ორგანიზებით, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ექსპერტებისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერა, გრძელდება ტრენინგების ციკლი თემაზე - „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“.

20 და 26 თებერვლის ტრენინგები დაეთმო  „სოციალური მეცნიერებების, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის“ მიმართულებას.

ხარისხის სკოლის ორგანიზებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გრძელდება ტრენინგების ციკლი