FAQ

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 4 მარტი 2020

2020 წლის 11 მარტს 16:00 საათზე
მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1. მესამე სართული, რუსთაველის ფონდის დარბაზი

დღის წესრიგი:

1. ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის პროფესიული მომზადების პროგრამა - მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა /00421/ - განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ;

2. ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის პროფესიული მომზადების პროგრამა - ხის დეკორატიული ნაწარმის შექმნა /00422/ - განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ;

3. შპს ქართული ღვინის გილდიის პროფესიული გადამზადების პროგრამა - ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია /00424/ - განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ;

4. შპს ქართული ღვინის გილდიის პროფესიული გადამზადების პროგრამა - ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები /00425/ - განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ;


შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. მხარეების გამოცხადება სასურველია რიგითობის გათვალისწინებით.