ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებზე მუშაობა გადამწყვეტ ფაზაში გადადის.
2 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ერაძე ხელმძღვანელობს, თავისი პირველი შეხვედრა გამართა და სტანდარტების სტრუქტურასთან დაკავშირებით კონცეპტუალურ საკითხებზე შეთანხმდა.
არსებული სტანდარტები ვეღარ პასუხობენ თანამედროვე ხარისხის მოთხოვნებს. უკვე რამდენიმე წელია ექსპერტთა ჯგუფი ახალ სტანდარტებზე მუშაობს.
შეიძლება ითქვას, რომ განახლებული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლები არიან შეყვანილნი, სტანდარტების ახალ ვერსიას საბოლოო სახეს მისცემენ, რის შემდეგაც მათი საჯარო განხილვები დაიწყება