განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული სტუდენტების შეფასების ინსტრუმენტების შექმნის მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
მუშაობა, შეფასების ინსტრუმენტების ცენტრალიზებულად შექმნის მეთოდოლოგიაზე ცენტრში უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. ამჯერად ჯგუფს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დორტმუნდის ტექნიკური უნივრესიტეტის პროფესიული განათლების და განათლების ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორი, დოქტორი თომას ვერნერ შროდერი შემოუერთდა.
ჯგუფის მიზანია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით შექმნას მეთოდოლოგია, რომელზე დაყრდნობითაც წლის ბოლომდე ცენტრი და მსოფლიო ბანკი 21 კვალიფიკაციისათვის შეფასების ცენტრალიზებულ ინსტუმენტებს შექმნიან, რომლებიც ამათუიმ კვალიფიკაციის მიღების მსურველთა მიერ საჭირო კომპეტენციების ფლობის დადასტურების სანდოობას უზრუნველყოფს.
დოქტორი შროდერი მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში იმუშავებს, ხოლო ჯგუფი მომავალი თვეების განმავლობაში დისტანციურად განაგრძობს მუშაობას.
ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ერაძე, ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ასევე ინსტიტუციური თვითშეფასებისა და პროფესიულ სტუდენტთა შეფასების განვითარების ქვეპროგრამის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.