FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ონ-ლაინ რეჟიმში გრძელდება

17 მარტი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უმაღლესი საგანამნათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს ონ-ლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ამჟამად, ინსტიტუციური შეფასება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განხორციელდება. ექსპერტთა ჯგუფი შედგება საერთაშორისო და ქართველი ექსპერტებისგან. ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი, მილან პოლი, რომელიც ჩეხეთში მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორია და სხვადასხვა ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასების მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. მილან პოლს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ENQA-ს მიერ კოორდინირებულ ხარისხის უზრუნვეყოფის სააგენტოების შეფასებებში.

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასება ონ-ლაინ ფორმატით 17-19 მარტის განმავლობაში განხორციელდება. შეფასების შედეგები კი 2020 წლის 19 მაისამდე იქნება ცნობილი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ონ-ლაინ რეჟიმში გრძელდება