კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული პრევენციული ზომების გათვალისწინებით, დაძმობილების პროექტი მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მიმდინარე კვირას, პროექტის ესტონელმა და გერმანელმა ექსპერტებმა, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, კლასტერული აკრედიტაციის განსახორციელებლად საჭირო ცვლილებების შესაბამისად, არსებული პროცედურები და მეთოდოლოგია განიხილეს. შეფასდა სადოქტორო პროგრამების სტანდარტებიც. მისია ჩატარდა პირველი კომპონენტის ფარგლებში, რომლის მიზანია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის“ ჭრილში.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2019 წლის ივლისში და მისი ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.
დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.