20 მარტი 2020
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების სხდომებს ონ-ლაინ რეჟიმში აგრძელებს.
მიმდინარე წლის 20 მარტს, აღინიშნული ფორმატით სამართლის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, სადაც სამართლის მიმართულების დარგობრივი მახასიათებელი განიხილებოდა.