FAQ

პრეზენტაცია ''ვებინარი-კიბერ ჰიგიენა''

3 აპრილი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერმა გიორგი გვასალიამ, ონ-ლაინ რეჟიმში, Microsoft Teams -ის პლატფორმის გამოყენებით, ცენტრის თანამშრომლებისათვის გამართა პრეზენტაცია "ვებინარი-კიბერ ჰიგიენა". 

ახალი კორონავირუსთან (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ცენტრი 16 მარტიდან გადავიდა ონ-ლაინ რეჟიმში მუშაობაზე. 

სერვისების დისტანციურად მიწოდება ხორციელდება , როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

ცენტრის თანამშრომლებს უფრო დიდი დროის გატარება უწევთ კომპიუტერულ მოწყობილობებთან და შესაბამისად იზრდება მათი მხრიდან ინტერნეტის მოხმარება. 

ასეთ დროს მნიშვნელოვანია ცოდნა იმისა თუ რა საფრთხეები არსებობს კიბერ ჰიგიენის მიმართულებით. 

პრეზენტაციაზე განხილული იქნა ისეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები , როგორებიცაა: 
• ფიშინგი;
• უსაფრთხო ბრაუზინგი;
• სოციალური ინჟინერია;
• განათლების ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც იცავს მათ ონლაინ სერვისებს.

პრეზენტაცია ''ვებინარი-კიბერ ჰიგიენა''