რჩევები ინსტიტუციებისათვის ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნევლყოფასთან დაკავშირებით

1 აპრილი 2020

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელებისთან დაკავშირებული დამატებითი პირობები და წესები. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილობით უნდა წარუდგინონ ინფორმაცია სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების თაობაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავა ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის დამხმარე დოკუმენტი. ამ დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები იმ გარემოებებზე, რომელთა გათვალისწინებაც დაწესებულებებს დაეხმარება ელექტრონული სწავლების პერიოდში განათლების ხარისხის შენარჩუნებაში. დოკუმენტის სანახავად გადადით ბმულზე - რჩევები ინსტიტუციებისათვის ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ​ელექტრონული სწავლებისას ინსტიტუციებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის რეკომენდაციები.