2020 წლის 14 აპრილი , 14:00 საათი.
დღის წესრიგი:
1. შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
2. ა(ა)იპ კოლეჯი „იკაროსის“ ავტორიზაციის შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 15 აგვისტოს N156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის განხილვა;
3. სსიპ კოლეჯი „მერმისის“ ავტორიზაციის შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 15 აგვისტოს N157 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის განხილვა;
4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 17 სექტემბრის N16 სხდომაზე სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ განხილული საკითხის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა;
5. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 17 სექტემბრის N16 სხდომაზე სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისთვის საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ განხილული საკითხის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა;
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
სხდომის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.