COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. 8 აპრილს დაიწყო პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების ტრენინგი ონ-ლაინ რეჟიმში.
ტრენინგი მოიცავს სააკითხებს ავტორიზაციის მე-2 სტანდარტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანმანათლებლო პროგრამებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვასა და შემუშავებას, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების რესურსებს, საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებასა და განვითარებას, სასწავლო პროცესის ორგანიზებას და პროფესიულ სტუდენტთა შეფასებას. ასევე, ტრენინგი მოიცავს აღნიშნულ სტანდარტთან დაკავშირების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისა და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების მოპოვების შესახებ განაცხადების განაცხადების შევსებისა და ცენტრში წარდგენის საკითხებს. ასევე, დიფერენცირებული შეფასების მიდგომებს / შესაბამისობის გეგმის საჭიროებასა და მისი შევსების ინსტრუქციებს.
აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება ეტაპობრივად პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისთვის.