უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

8 აპრილი 2020
გაცნობებთ, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა ის უმაღლესი განათლების სწავლის დეტალური სფეროები, რომლის ფარგლებში შემავალ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს მიმდინარე აკრედიტაციის ვადა ეწურებათ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და რომელთა შეფასებაც, აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით შეუძლებელია განხორციელდეს დისტანციურად (გთხოვთ იხილოთ დანართი - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 3 აპრილის N328859-ე ბრძანება).
 
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N205-ე დადგენილების თანახმად, ცენტრის დირექტორის 2020 წლის 3 აპრილის N328859-ე ბრძანებით განსაზღვრულ დეტალურ სფეროებში შემავალ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს მიმდინარე აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდათ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. აღნიშნულ ჩამონათვალში ვერ ხვდებიან ის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიმართებითაც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს უკვე მიღებული აქვს აკრედიტაციასთან დაკავშირებული რომელიმე გადაწყვეტილება ან რომლებსაც საქართველოს მთავრობის №205 დადგენილების ამოქმედებამდე (2020 წლის 30 მარტამდე) უკვე ამოეწურათ მიმდინარე აკრედიტაციის ვადა და ამ ვადის ამოწურვისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში აღნიშნულ პროგრამაზე არ ჰქონდა წარდგენილი სააკრედიტაციო განაცხადი.