განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების სხდომებს ონ-ლაინ რეჟიმში აგრძელებს.
მიმდინარე წლის 16 აპრილს, ონ-ლაინ რეჟიმში პერსონალური მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა ტურიზმის მიმართულების დარგობრივი მახასიათებელი.