15 აპრილს წარმატებით დასრულდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების ონ-ლაინ ტრენინგის პირველი ეტაპი. ექსპერტები დეტალურად გაეცნენ ავტორიზაციის მე-2 სტანდარტს, სტანდარტით გათვალისწინებული თითოეული კომპონენტის კრიტერიუმის შესაბამის ინდიკატორებს და მტკიცებულებებს. გაიმართა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი მსჯელობა ახალი დებულებით და სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებზე.
21 აპრილიდან დაიწყო ხუთდღიანი ონ-ლაინ ტრენინგის მეორე ეტაპი პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების შემდგომი ჯგუფებისთვის, რომლის თემატიკასაც კვლავ წარმოადგენს ავტორიზაციის მე-2 სტანდარტი, რომელიც ეხება საგანმანათლებლო პროგრამებს.
დაგეგმილია აღნიშნული ტრენინგის მესამე ეტაპიც, რაც უზრუნველყოფს პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ყველა ექსპერტის დატრენინგებას მე-2 სტანდარტის ნაწილში.