პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ექსპერტთა კორპუსის წევრების ონ-ლაინ ტრენინგის პირველი ეტაპი გაიმართა

24 აპრილი 2020

23 და 24 აპრილს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ექსპერტთა კორპუსის წევრების ონ-ლაინ ტრენინგის პირველი ეტაპი გაიმართა.

ტრენინგი დაეთმო პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტების შესრულების მონიტორინგის თემას.

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ექსპერტთა კორპუსის ტრენინგები ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის სტანდარტული შეთანხმების წერილით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების სისტემის დანერგვას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების მონიტორინგის მეთოდოლოგია, მომზადდა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირის გარე მხარდაჭერის სპეციალისტის შეფასების კითხვარი;

ჩატარდა 16 მხარდაჭერის ვიზიტი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების პროვაიდერ ორგანიზაციებში.

ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები , პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ექსპერტთა კორპუსის წევრების აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

დაგეგმილია პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ექსპერტთა კორპუსის წევრების ონ-ლაინ ტრენინგის მეორე ეტაპიც.