FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების ონ-ლაინ ტრენინგები დასრულდა

5 მაისი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, დისტანციურ რეჟიმში გადაამზადა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი ავტორიზაციის მე-2 სტანდარტთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის 8 აპრილიდან მიმდინარეობდა.

ონ-ლაინ ტრენინგებზე დეტალურად იქნა განხილული სტანდარტით გათვალისწინებული თითოეული კომპონენტის კრიტერიუმის შესაბამის ინდიკატორები და მტკიცებულებები.

ტრენინგებზე წარიმართა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია ავტორიზაციის ახალი დებულებით და მე-2 სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებზე.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების ონ-ლაინ ტრენინგები დასრულდა